გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

31-10-2018

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.


კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, გლდანის მასივის „ა“, I, II მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ილია ვეკუას, ბოჭორიშვილის, ხიზანიშვილის, ფეიქართა და ქსნის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


10 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ყაზბეგის გამზრის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას III, V, VI, VII კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაინის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, აბაშიძის, ბერძენიშვილის, მუხაძის, ფალიაშვილის, ერისთავის, შავგულიძის, ქავთარაძის, ნადირაძის, იოსელიანის, ნუცუბიძის, შავიშვილის, თოფურიას, ფხაკაძის, ყიფშიძის, ანა პოლიტკოვსკაიას, ანჯაფარიძის, უნივერსიტეტის და მინდელის ქუჩების მაცხოვრებლები.


ასევე პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 13 საათამდე ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ნადირაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930