გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
გოგოო, აბა ცოტა მოდი ჭკუაზე! - სააკაშვილი მიმართვა ჩუგოშვილს და პასუხი

31-10-2018

მიხეილ სააკაშვილი გადაცემა “არჩევანში” პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეზე, თამარ ჩუგოშვილზე საუბრობს:


“როდესაც ჩუგოშვილი, ვინმე ჩუგოშვილი იძახის, სააკაშვილის დროს შეუძლებელი იყო ხელისუფლების გადაცემა, უკაცრავად, გოგოო, აბა ცოტა მოდი ჭკუაზე”- ასე მიმართავს მიხეილ სააკაშვილი თამარ ჩუგოშვილს.


აღნიშნულ განცხადებას ჩუგოშვილმა სოციალურ ქსელში უპასუხა:


“დაიწყო უკვე მუქარები. დიახ სამართლიანი არჩევნების ნორმალურად ჩატარება იყო შეუძლებელი. კარგად მახსოვს თქვენი გადაწერილი ოქმები, რომელსაც ზოგჯერ 100%-მეც ვერ ამრგვალებდით და 102, 103% გეწერათ. 2012 წელს რაც მოხდა ეგ თქვენი დამსახურება ნამდვილად არ არის. სპეცნაზი გყავდათ მობილიზებული ყველა უბანზე და ხაშურში შევარდით კიდევაც. საბოლოო შედეგი თქვენი დამსახურება ნამდვილად არ ყოფილა და ვისიც იყო ყველამ ვიცით.

რაც შეეხება “ვინმე ჩუგოშვილს”, ნამდვილად არ გეცოდინებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია და ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციები სულ არ გაინტერესებდათ და არასდროს მიგიცევიათ ყურადღება რას ამბობდნე” – წერს ჩუგოშვილი.




pirveliradio.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930