გაიგე განსხვავებული

კვირა, აპრილი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: ოპოზიციაში არეულობაა, საერთო პატრონი ჰყავთ და საერთო მიზნით მოქმედებენ

31-03-2025

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა, რომ ოპოზიციაში არეულობაა. 


მისი თქმით, ოპოზიციონერებს საერთო პატრონი ჰყავთ და საერთო მიზნით მოქმედებენ.


„ოპოზიციაში არეულობაა. მათ ჰქონდათ მოლოდინი და არა მარტო მათ, სამწუხაროდ, მათ მომხრეებსაც არასწორი მოლოდინი გაუჩინეს იმ თავისი ძალით მუხტის შექმნის მოგონილი ე.წ ნარატივებით და როდესაც თავის მიზანს ვერ მიაღწიეს, დაბნეულობა გამოიწვია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოფისი გაყიდა, ჩამოიშალა მთლიანად და ჩვენი ერთ-ერთი დაპირებაც ეს იყო, ცდილობენ ერთმანეთს რაღაც გადააბრალო. საერთო პატრონი ჰყავთ, საერთო დავალებები მოქმედებენ, საერთო ადგილებიდან იმართებიან და საერთო მიზნით მოქმედებენ“, - აღნიშნავს მდინარაძე. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930