გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, აპრილი 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: თუკი ამ ქვეყანაში და დღეს ოკუპაციის პირობებში, დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პირობებში, ვინმე მართლა დადის, რომელიც დაიჯერებს, რომ ყაველაშვილი შეიძლება ჩავიდეს 9 მაისს მოსკოვში, ამ ადამიანს სერიოზული პრობლემა აქვს

31-03-2025

თუკი ამ ქვეყანაში და დღეს ოკუპაციის პირობებში, დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პირობებში, ვინმე მართლა დადის, რომელიც დაიჯერებს, რომ ყაველაშვილი შეიძლება ჩავიდეს 9 მაისს მოსკოვში, ამ ადამიანს სერიოზული პრობლემა აქვს ჩემი აზრით. შეიძლება ბევრ ადამიანზე ვსაუბრობ და ყველასთან ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ეს ჩემი აზრია და ნუ გამკიცხავთ ძალიან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგი, სადაც თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მოსკოვში ვიზიტის თაობაზე ისაუბრა, იმდენად მდაბიოობა, არასერიოზულობა და მავნებლობა, რომ არც კი უნდა უპასუხო ამას სერიოზულად.


„არ შეიძლება სერიოზულად უპასუხო კითხვას ჩავა თუ არა ყაველაშვილი 9 მაისს მოსკოვში. უკვე რაღაცა 0,1-ის დაშვებას მაინც სერიოზულად რომ პასუხობ - არა ნამდვილად არ ჩავა ყაველაშვილი 9 მაისს წითელ მოედანზე თუ რაღაცა - არ შეიძლება, იმდენად მარაზმია, იმდენად მდაბიოობაა და იმდენად რაღაცაზეა გათვლილი, არასურეალისტურ სისულელეზე, რომ არც კი უნდა უპასუხო ამას სერიოზულად.


როგორ შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენო საკუთარ თავს და იკითხო, რომ მართლა ხომ არ ჩავა ყაველაშვილი კრემლში? შეიძლება ამას სერიოზულად უპასუხო? მე მგონია, რომ არ შეიძლება. მდაბიოობაა ამის მიზანი, არასერიოზულობის და მავნებლობის, ფსკერი მართლა ჩახიეს ამ ადამიანებმა, ამაზე რომ ბრიფინგს გააკეთებ დღევანდელ სიტუაციაში და სერიოზულად ილაპარაკებ ამაზე დღეს, თან 9 მაისს დაამთხვევ და იტყვი, რომ 9 მაისს ჩადის, აქ მითუმეტესაც აღარ არის, ეს არის ჯერ ერთი საკუთარი თავის უპატივცემულობის აბსოლუტური პიკი და მერე მეორე, ე.ი ვიღაცები გგონია, რომ არიან ვინც ამას დაიჯერებენ. უდიდესი შეურაცხყოფაა რაღაცა სეგმენტის შენს საზოგადოებაში, რომელსაც შენ გგონია, რომ ეს სჯერა. ისე ხომ არ ჩაატარებდა ამ ბრიფინგს.


ვთქვათ ჰგონია, რომ დაიჯერებს 10% - 10%-ზე გაქვს საშინელი წარმოდგენა ამას ნიშნავს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930