გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

1-04-2025

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა, ჩატარებული მოკვლევის შედეგად, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, სოფელ შინდისში, ფიზიკური პირი ბაადური მეზურნიშვილის კუთვნილ ობიექტზე, გამოავლინეს ცხოველთა არალეგალური სასაკლაო.


კუსტარულად მოწყობილ ობიექტზე, სანიტარული-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით ხორციელდებოდა ცხოველების დაკვლა რეალიზაციის მიზნით.


შემოწმების პროცესში გამოვლინდა 600 კგ-მდე საქონლისა და 200 კგ-მდე ცხვრის ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული, გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი.


გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება - ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო დალუქული ხორცი განადგურდება სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირების ზედამხედველობით. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას განაგრძობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30