1-11-2018
ქედაში, სოფელ დოლოგანში კარიერის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი დაიღუპა.
როგორც ქედის მერმა, ლევან გორგილაძემ განაცხადა, ჭინკაძეების თემში, კარიერის აფეთქების დროს ბავშვს ქვა დაეცა. ლევან გორგაძის თქმით, შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა და ის დეტალების გასაცნობად ადგილზე მიდის.
ფაქტზე გამოძიება დაიწყო 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, გამოკითხვაზე უკვე დაიბარეს კომპანიის წარმომადგენლები.
16-11-2024
16-11-2024