გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, მაისი 05, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში აგრარული განათლების საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა

2-04-2025

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში  აგრარული  განათლების საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა. საკოორდინაციო საბჭოს მიზანია, მხარი დაუჭიროს ეროვნულ დონეზე სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების სისტემის (AKIS) ეფექტიან ფუნქციონირებას და საგანმანათლებლო მიმართულებით სისტემაში ჩართული მხარეების კოორდინაციას.

საბჭოს პირველი შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა გახსნა და განათლების საკოორდინაციო საბჭოს მნიშვნელობაზე ისაუბრა.


„სასოფლო-სამეურნეო ცოდნის, ინოვაციების დანერგვასა და გავრცელებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ცოდნა, ტექნოლოგიები და ინოვაციები განაპირობებს უფრო ძლიერ და კონკურენტუნარიან სოფლის მეურნეობას, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, რომ გაუმკლავდეს როგორც კლიმატურ, ასევე სხვა ტიპის გამოწვევებს. საკოორდინაციო საბჭოში წარმოდგენილი თითოეული მონაწილის როლი უკიდურესად მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების სისტემის (AKIS) გამართული ფუნქციონირებისათვის. საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრები სამინისტროს მხრიდან აქტიურად იქნება მხარდაჭერილი”, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი  შვეიცარიის განვითარების სააგენტოს (SDC) დაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს ,,საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და ტრენინგების  (VET) სისტემის მოდერნიზება (მე-3 ფაზა )”.

 

პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა   საქართველოს აგრარული ცოდნისა და ინოვაციების სისტემების განვითარების მხარდაჭერა ეროვნულ და რეგიონულ დონეზე თანამშრომლობითი პლატფორმების  განვითარებით.   შესაბამისად, აგრარული ცოდნისა და ინოვაციების სისტემის საფუძველზე (AKIS) იგეგმება სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების ეროვნული სისტემების (GEO AKIS) და რეგიონულ დონეებზე მიკრო AKIS-ის სისტემების განვითარების, მიდგომების გაზიარებისა და განხორციელების მხარდაჭერა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031