გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, აგვისტო 18, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
EBS Korea საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ დოკუმენტურ ფილმს ამზადებს

3-04-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სამხრეთ კორეის რეიტინგული შემეცნებითი სამაუწყებლო არხის EBS Korea გადამღებ ჯგუფს უმასპინძლა. მედიატური  სამხრეთ კორეაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით შედგა.


კორეის ტელევიზიის ჟურნალისტები და ოპერატორები: თბილისს, მცხეთას, თელავს, სიღნაღს, დედოფლისწყაროს, სტეფანწმინდას, წალკას, ფარავნის ტბას, ვარძიას, ახალციხეს, სამთო კურორტს გოდერძის, ლატალს, მესტიას და უშგულს ესტუმრნენ. მედიის წარმომადგენლები საქართველოს სათავგადასავლო ტურისტული პოტენციალის, სამთო კურორტების, კულტურის, გასტრონომიისა და ღვინის შესახებ დოკუმენტურ ფილმს ამზადებენ. EBS Korea-ს როგორც ონლაინ პლატფორმას, ასევე ტელევიზიას მილიონობით მაყურებელი ჰყავს.


ტურის მიზანია საქართველოს პოპულარიზაცია სამხრეთ კორეაში და მაღამხარჯველი ტურისტული ნაკადების მოზიდვა სამხრეთ კორეიდან საქართველოში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031