გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალ ბაზარს ცეცხლი მოეკიდა

1-11-2018

რუსთავში, გვიან ღამით ე.წ. სტამბოლის ბაზრის მიმდებარედ, ახალი ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.


ცეცხლი სავაჭრო ობიექტზე არსებულ დახლებს გაუჩნდა და დაახლოებით 1000 კვ.მ. ფართობზე გავრცელდა.


ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.


დაიწვა გასაყიდი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.


 „ამ მომენტისათივს ხანძარი ლოკალიზებულია. იწვოდა რიგი, სადაც განთავსებული იყო ძველი მეორადი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი. ღია ცეცხლი იყო. ძალიან დიდი საშიშროება არსებობდა, რომ ხანძარი გვერდზე, ფაქტობრივად, დაახლოებით, 2 მეტრაში არსებულ რბილი ავეჯის საამქროზე გავრცელებულიყო. ყველა ეს მიმდებარე ტერიტორია გადარჩენილია,“ - განაცხადა ქვემო ქართლის საგანგებო სიტუაციების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, დავით გელაშვილმა.


ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031