გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივნისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება

3-04-2025

ქუთაისში არსებული გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები მოსწავლეთა ახალი ნაკადის მიღების მიზნით, საქართველოს ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ. დღეს ლიცეუმის წარმომადგენლები თბილისის 72-ე საჯარო სკოლას ესტუმრნენ და მოზარდებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდეს.


კადეტებმა მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს სამხედრო ლიცეუმში სწავლისა და ცხოვრების პირობები გააცნეს და იმ გამორჩეულ გარემოსა და შესაძლებლობებზე ესაუბრნენ, რომელსაც ლიცეუმი თითოეულ კანდიდატს სთავაზობს. კადეტებმა ახალგაზრდებს დღის განრიგი გააცნეს და სამხედრო სასწავლებლის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.


თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები 5 ივნისს, ქუთაისში, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღით დასრულდება. ღია კარის დღეზე ლიცეუმში სწავლის მსურველ ახალგაზრდებს სასწავლებლის ინფრასტრუქტურის დათვალიერების და შესაძლებლობების გაცნობის საშუალება ადგილზე ექნებათ.


ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30