გაიგე განსხვავებული

პარასკევი, აპრილი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული კახა დაბრუნდაშვილი: მე გავხდი პირველი ჯგუფის ინვალიდი, შეძენილი ეპილეფსია მაქვს, გულყრები, რაც მანამდე არ მქონდა. ვამეხიმ თვალი დაკარგა, ჯანმრთელობა აქვს მომსპარი

3-04-2025

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებულმა კახა დაბრუნდაშვილმა ისაუბრა.


დაბრუნდაშვილმა მისი და ვამეხ აბულაშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორება გაიხსენა, სადაც ფიგურირებენ დათა ახალაია, ოლეგ მელნიკოვი და გერონტი ალანია.


„ამ ყველაფრის მიზეზი იყო ვამეხის მეგობარი გოგონა. დათა ახალაიას 6-7 წლით წინ ამ გოგონასთან ჰქონდა ურთიერთობა და ეგ ხომ ეგეთი ავადმყოფია, რომ სიმთვრალეში ახსენდება ყველაფერი და რომელიღაც რესტორნიდან მთვრალმა, ნაბახუსევმა მოინდომა ქალბატონი და ურეკავს. ხვდება ვამეხი ტელეფონზე და ხდება შელაპარაკება“, - განაცხადა კახა დაბრუნდაშვილმა.


მან ასევე ცემის შედეგად მიყენებულ ტრავმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამან გამოიწვოის ის, რომ დღევანდელი მდგომარეობით კახა დაბრუნდაშვილიც და ვამეხ აბულაშვილიც შშმ პირები არიან.


„გაგვანახევრეს რა ხალხო რა, კარგად გამიგეთ, მე დეტალებს ვერ მივყვები, გაგვანახევრეს. მე გავხდი პირველი ჯგუფის ინვალიდი, შეძენილი ეპილეფსია მაქვს, გულყრები, რაც მანამდე არ მქონდა. ვამეხიმ თვალი დაკარგა, ჯანმრთელობა აქვს მომსპარი, ნამდვილად არ გვეგონა თუ საერთოდ გაივლიდა. ორივე გაგვხადეს შშმ პირები“, - განაცხადა კახა დაბრუნდაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930