გაიგე განსხვავებული

შაბათი, მაისი 31, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც მსოფლიოში ეკონომიკური ომი მძვინვარებს, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკანი იმის მაგივრად, რომ საკუთარი ქვეყნის გადარჩენაზე ფიქრობდეს, მაინც საქართველოზე მსჯელობს

3-04-2025

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი, კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოს შესახებ ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მსოფლიოში ეკონომიკური ომის პარალელურად, ისინი მაინც საქართველოზე მსჯელობისთვის იცლიან.


მეტრეველის განცხადებით, აღნიშნული პოლიტიკოსები ჩვენს სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ, თუმცა, კიდევ ერთხელ ნათლად ჩანს რეალობასთან მათი სრული აცდენა.


„წარმოიდგინეთ, როდესაც მსოფლიოში ეკონომიკური ომი მძვინვარებს და ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობა შიშით კანკალებს, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკანი იმის მაგივრად, რომ საკუთარი ქვეყნის გადარჩენაზე ფიქრობდეს, მაინც საქართველოზე მსჯელობს. ცხადია, ისინი ჩვენს ქვეყანას ვერაფერს დააკლებენ. უბრალოდ, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, მათ რეალობასთან სრულ აცდენას და უსუსურობას,“ - წერს ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031