გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აპრილი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსული მედია: აშშ-მა თებერვალში რუსეთისგან სასუქის მაქსიმალური რაოდენობა იყიდა

4-04-2025

აშშ-მა მიმდინარე წლის თებერვალში რუსეთიდან სასუქის მაქსიმალური წლიური მოცულობა შეიტანა. ინფორმაციას რუსული მედია ამერიკის საბაჟოზე დაყრდნობით ავრცელებს.


მედიის ცნობით, თებერვალში აშშ-მა რუსეთისგან 106 მილიონი დოლარის სასუქი იყიდა. მანამდე სასუქის ყველაზე დიდი მოცულობა ამერიკას რუსეთისგან 2024 წლის აპრილში ჰქონდა ნაყიდი. მაშინ იმპორტის ღირებულებამ 164,5 მილიონი დოლარი შეადგინა.


რუსეთის წილი ამერიკულ იმპორტში 10,7%-დან 12,6%-მდე გაიზარდა. რუსეთი ამერიკისთვის სასუქის რიგით მესამე უმსხვილესი მიმწოდებელია.


საერთო ჯამში, ზამთრის ბოლო თვეში აშშ-მა 847,5 მილიონი დოლარის სასუქი იყიდა, რაც იანვარში განხორციელებულ შესყიდვებს 6,2% აღემატება.

სასუქის ყველაზე დიდი მოცულობა აშშ-ს კანადისგან აქვს ნაყიდი. მეორე ადგილზე საუდის არაბეთია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930