გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აპრილი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ენუქიძე: 2025 წლის პირველ კვარტალში 200-ზე მეტი აუქციონი გამოცხადდა და სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის გეგმა 101%-ით შესრულდა

4-04-2025

„2025 წლის პირველი კვარტლის პრივატიზაციის გეგმა წარმატებით და გადაჭარბებით შესრულდა - ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა 44 500 000-ზე მეტი ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ გეგმა 101%-ით შესრულდა" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ენუქიძემ განაცხადა.


მისი თქმით, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის საპრივატიზებო გეგმა 43 900 000 ლარს შეადგენდა.


„აქტიურად მიმდინარეობს პრივატიზაციის პროცესი, პირველი კვარტლის განმავლობაში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გამოაცხადა 200-ზე მეტი ელექტრონული აუქციონი, გასხვისდა 133 ობიექტი. ეს გვაძლევს იმედს, რომ მომდევნო კვარტლებშიც აქტიურად გაგრძელდება პრივატიზაციის პროცესი, რაც მოგვცემს საშუალებას, კვლავაც ბიუჯეტში შევიტანოთ თანხა და გეგმა გადაჭარბებით შევასრულოთ" - აღნიშნა ნინო ენუქიძემ.


ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აქტიურად აგრძელებს სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს სხვადასხვა უძრავ თუ მოძრავ ქონებას პროაქტიულად შეთავაზებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930