გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ ცინცაძე: ელექტროენერგიის გადამცემი ტრანსსასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს კიდევ უფრო გააძლიერებს

4-04-2025

აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის ენერგეტიკის სამინისტროებს შორის მწვანე ელექტროენერგიის გადაცემისა და ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ მოაწერა. ხელმოწერა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართა.


მემორანდუმი მიზნად ისახავს მწვანე ელექტროენერგიის გადაცემისა და ვაჭრობის სფეროში მხარეებს შორის ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებასა და გაძლიერებას ერთობლივი მწვანე ელექტროენერგიის პროექტების წახალისების, შესაბამისი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შექმნის, ცოდნისა და ტექნოლოგიების გაზიარების, ასევე, ურთიერთსასარგებლო ინიციატივების მხარდაჭერის გზით.


როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა, მემორანდუმზე ხელმოწერით კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება ოთხი ქვეყნის თანამშრომლობა ელექტროენერგიის ტრანსასაზღვრო ინფრასტრუქტურის სფეროში. „აღნიშნული სახმელეთო კორიდორის განვითარება კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს და ხელს შეუწყობს ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტს ალტერნატიული მარშრუტების მეშვეობით, ასევე გაზრდის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და ენერგობაზრების დივერსიფიცირებას," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.


მემორანდუმში ხაზგასმულია რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის მნიშვნელობა. მხარეებმა გამოთქვეს სურვილი, განახორციელონ ახალი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული პროექტები და ხელი შეუწყონ მწვანე ელექტროენერგიის ვაჭრობას, როგორც მემორანდუმის მხარე ქვეყნებს შორის, ასევე, მეზობელ ქვეყნებთან.


მემორანდუმის თანახმად, სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდება, რომელიც შეიმუშავებს თანამშრომლობის ერთობლივ გეგმებს და ზედამხედველობას გაუწევს მათ განხორციელებასა და ანალიზს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930