გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აპრილი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სურსათის ეროვნული სააგენტო აფლატოქსინის შემოწმების მსოფლიოში არსებული უმაღლესი სტანდარტით ხელმძღვანელობს

4-04-2025

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურაშვილის განმარტებით, 2016 წლიდან, საქართველოს კანონმდებლობით, სურსათში აფლატოქსინ M1-ის შემცველობის უმაღლესი სტანდარტი 0,05მკგ/ლ-ით განისაზღვრა, რაც მსოფლიოში ყველაზე მკაცრი სტანდარტია.


„2016 წლიდან, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში, ავიღეთ მსოფლიოში არსებული აფლატოქსინ M1-ის სტანდარტი 0,05 მკგ/ლ, 0,5 მკგ/ლ-ის ნაცვლად, რაც მსოფლიოში ყველაზე მკაცრი სტანდარტია.


კოდექს ალიმენტარიუსის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სტანდარტის მიხედვით, სადაც მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები და ექსპერტები მუშაობენ, ზღვრულად დასაშვები მოქმედი სტანდარტი განისაზღვრება 0,5-ით, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყნებს არ აქვთ შესაძლებლობა, ეს ზღვარი კიდევ უფრო დაწიონ. ევროკავშირის ქვეყნებში ეს ზღვარი უფრო დაბალია, ასეთივე დაბალია ჩვენთანაც. მაგრამ აშშ-ში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ბრაზილიასა და ჩინეთში ზღვრული ნორმა მაღალია და 0,5 მკგ/ლ-ს შეადგენს", - აღნიშნა ზურაბ ჩეკურაშვილმა

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930