გაიგე განსხვავებული

პარასკევი, აპრილი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გოგა ხაინდრავა: სადიზმის, წამების, არაადამიანობის შუქურა იყო, „მაკკეინებმა“ და „თორნტონებმა“ შეარქვეს სააკაშვილს „დემოკრატიის შუქურა“, 300 ათასი პრობაციონერი ჰყავდა ამ „შუქურას“, მოსახლეობის 10-მა პროცენტმა ციხე გამოიარა

4-04-2025

„ჩეხეთის ელჩი გამოდის და შეურაცხყოფას გვაყენებს, გვეუბნება, რომ დემოკრატიის შუქურა იყო საქართველოო. სადიზმის, წამების, არაადამიანობის შუქურა იყო საქართველოში, "მაკკეინებმა" და "თორნტონებმა" შეარქვეს სააკაშვილის რეჟიმს "დემოკრატიის შუქურა“, - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს, ყოველ დღე უყუროს საგამოძიებო კომისიის სხდომებს, საიდანაც ნათლად ჩანს, თუ როგორი "დემოკრატიის შუქურა" იყო საქართველო "ნაცმოძრაობის" ხელისუფლების დროს, როდესაც ქვეყანას 300 000 პრობაციონერი ჰყავდა.


როგორი შუქურა იყო ყოველ დღე გვაქვს შესაძლებლობა ვუყუროთ. ვისაც თვალი, ყური აქვს და სინდისის, ქართველობის, ღირსების, წარმომავლობის ნასახი გააჩნია - იმის შემყურე, რასაც ჩვენ ვუყურებთ საგამოძიებო კომისიაზე, რასაც გუშინ ვუყურებდით, იმ გაუბედურებული კაცის ცხოვრება - რა უქნეს ერთს, მეორეს, მესამეს, მეათეს, მეასეს. ლეგიონია მაგათი სახელი, ეს მხოლოდ ზედაპირია რასაც ვხედავთ. 300 ათასი პრობაციონერი ჰყავდა ამ „დემოკრატიის შუქურას“, საქართველოს მოსახლეობის 10-მა პროცენტმა ციხე გამოიარა,“ - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.


მისივე თქმით, „ქართულმა საზოგადოებამ უნდა დაამთავროს ავი სულების ბოგინი საქართველოში და თბილისის ქუჩებში“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930