გაიგე განსხვავებული

კვირა, მაისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: გაყალბებით ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ი ფინანსდება უკვე არა USAID-ის, არამედ ბრიტანული ფონდის მიერ - ანუ "დიფ სთეითი" კვლავაც აქტიურობს

5-04-2025

გაყალბებით ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ი ფინანსდება უკვე არა USAID-ის, არამედ ბრიტანული ფონდის მიერ ანუ "დიფ სთეითი" კვლავაც აქტიურობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.


პრემიერის თქმით, ბრიტანული სტრუქტურები გამოიყენება იმისათვის, რომ „დიფ სთეითმა" საქართველოში საკუთარი ინტერესები გაატაროს, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ბოლომდე დადგება ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე.


„ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ "დიფ სთეითი" შესუსტებულია აშშ-ში, თუმცა, ამ ფონზე "დიფ სთეითი" შეეცდება, ევროპული სტრუქტურები გამოიყენოს კიდევ უფრო აქტიურად იგივე პროცესების წარსამართად, რომლებიც წარიმართებოდა გასული წლების განმავლობაში. ხედავთ, მაგალითად, რომ გაყალბებით ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ი ფინანსდება უკვე არა USAID-ის, არამედ ბრიტანული ფონდის მიერ. ანუ "დიფ სთეითი" კვლავაც აქტიურობს, თუმცა ჩვენ გასულ წლებშიც ვიცავდით ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, მიუხედავად უცხოური დაფინანსების მანკიერი და გაუმჭვირვალე პრაქტიკისა და მომავალშიც, მიუხედავად ასეთი პრაქტიკისა, იქნება დაცული ჩვენი ქვეყნის ინტერესები.


„დიფ სთეითს" ჰქონდა მანკიერი ზრახვები საქართველოს წინააღმდეგ და, სამწუხაროდ, ეს კვლავაც აქტუალურია, ბრიტანული სტრუქტურები უბრალოდ გამოიყენება იმისათვის, რომ „დიფ სთეითმა" საქართველოში საკუთარი ინტერესები გაატაროს, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები და როდესაც „დიფ სთეითის" ინტერესები უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ბოლომდე დავდგებით ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031