გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველო ნავთობის დაღვრის საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდის აღმასრულებელი კომიტეტის​ წევრ ქვეყნად აირჩიეს

1-11-2018

ნავთობის დაღვრის საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდის ასამბლეის სხდომაზე დღეს საქართველო პირველად თავის საზღვაო ისტორიაში  ფონდის აღმასრულებელი კომიტეტის​ წევრად 115 წევრი ქვეყნიდან იქნა არჩეული.


1967 წლის Torrey Canyon-ის ინციდენტის შემდგომ,  საერთაშორისო პასუხისმგებლობის და კომპენსაციის რეჟიმი ჩამოყალიბდა, რომელიც წლების შემდგომ საერთაშორისო მასშტაბის  წარმატებულ სისტემად გარდაიქმნა.   ნავთობის დაღვრის საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდი IOPC (International Oil Pollution Compensation) კი  არსებული სისტემის უმთავრეს ნაწილს წარმოადგენს, რომელიც 1978 წელს ნავთობის დაღვრის შედეგად  დაზარელებულთათვის კომპენაციის გაცემის მიზნით შეიქმნა, 1992 წელს კი ძალაში შევიდა ფონდის კონვენცია.


საქართველო  ზემოაღნიშნულ კონვენციას   2001 წელს შეურთდა და მას შემდგომ IOPC funds-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში აქტიურად ღებულობს მონაწილეობას,  ხოლო ფონდის წარმომადგენლები საზღვაო მიმართულებით საქართველოს ყველა ინიციატივას მხარს უჭერენ. მიმდინარე წლის სექტემბრის პერიოდში, რიგით მეორე  საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს (GIMF 2018) ზემოაღნიშნული ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ჟოზე მაურა ესწრებოდა.


აღსანიშნაავია, რომ  ნავთობის დაღვრის საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდის აღმასრულებელი კომიტეტი წევრი ქვეყნების მხოლოდ 15 წევრი სახელმწიფოსგან შედგება, მათ შორის მიმდინარე წლიდან უკვე საქართველოც იქნება, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს ფონდის საქმიანობაში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031