გაიგე განსხვავებული

კვირა, აპრილი 20, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
2025 წლის პირველი 3 თვის მდგომარეობით, 371 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქციაა ექსპორტირებული, რაც 1,5%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს

7-04-2025

2025 წლის პირველი 3 თვის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებულია 371 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 1,5%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.


აღნიშნულ პერიოდში, ექსპორტი გაზრდილია ევროკავშირის ქვეყნებშიც - აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 5.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 47.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.


ევროკავშირის ქვეყნებში აგოსასურსათო პროდუქციის ზრდა ძირითადად ხილისა და ბოსტნეულის წვენების და თხილის ექსპორტით იყო გამოწვეული, რომელთა ღირებულება 4.3 მლნ და 4.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 5.6 მლნ და 15.6 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.


აგოსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ ბაზრებზე: 

ყირგიზეთი – ზრდა 3.0-ჯერ (ზრდა: 15.9 მლნ აშშ დოლარი);


ყაზახეთი – 66%-იანი ზრდა (ზრდა: 8.3 მლნ აშშ დოლარი), რაც უმეტესწილად უალკოჰოლო გაზიანი სასმელებისა და მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტით არის განპირობებული. ამ პროდუქციის საერთო ღირებულებამ 13.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;


ერაყი – ზრდა 2.9-ჯერ (ზრდა: 7.2 მლნ აშშ დოლარი), რაც ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტის ზრდამ გამოიწვია. აღნიშნული პროდუქციის ექსპორტმა 9.7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია;


გერმანია – 46%-იანი ზრდა (ზრდა: 4.0 მლნ აშშ დოლარი), რაც ძირითადად ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტის ზრდით არის განპირობებული. ამ პროდუქტების ექსპორტის ღირებულება 4.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 5.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.


აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულება რუსეთში მნიშვნელოვნად შემცირდა – 18%-ით (25.5 მლნ აშშ დოლარით). კლება ძირითადად გამოწვეულია ღვინისა და ციტრუსების ექსპორტის შემცირებით.


საანგარიშო პერიოდში იმპორტირებულია 519 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 14%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. აღნიშნულ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა შემდეგი პროდუქციის იმპორტი: კაკლოვანი კულტურები (ძირითადად ფისტა), კარაქი, სპირტი, ფრინველის ხორცი. მცირე კლება დაფიქსირდა სპირტიანი სასმელების იმპორტში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930