გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
4 ნოემბერს ვერის ბაღში „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ აქცია დაიგეგმა

1-11-2018

კვირას, 4 ნოემბერს "თავისუფალი ხალხის ერთობა" ვერის ბაღში ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის გამართვას აპირებს. აქციის ანონსიFacebook-ზე გავრცელდა. როგორც აქციის აღწერაში წერია,  ორგანიზატორები მათ, ვინც ნაციონალების "უკან დაბრუნებას" ეწინააღმდეგებიან კვირას ვერის ბაღში მისვლისკენ მოუწოდებენ.

"სისხლში ჩახშობილი აქციები, მოკლული და გაუპატიურებული პატიმრები, ქუჩაში სადისტურად მოკლული ახალგაზრდები, ბიზნესისა და მედიის რეკეტი, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მიერ მოკლული უდანაშაულო მოქალაქეები - სწორედ ასე დაგვამახსოვრდა 2004-2012 წლები, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა. 

დღეს არსებობს საშიშროება, რომ ამ ძალას დაუბრუნდეს ქვეყნის მართვის სადავეები და გაიმეოროს იგივე.

უარი უთხარი "ნაც.მოძრაობას" რომლის მობრუნების შემთხვევაშიც შეიწყალებენ ჯალათებს, დაიწყება რეპრესიების ახალი ტალღა და ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე აღმოჩნდება.

კვირას, 13:00 საათზე, ვერის ბაღში, ვიკრიბებით ყველა ვისაც გვაწუხებს ჩვენი ქვეყნის მომავალი", - წერია Facebook-ზე, აქციასთან დაკავშირებით გაკეთებული ღონისძიების აღწერაში.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930