გაიგე განსხვავებული

კვირა, მაისი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: აგენტები თავისუფლებისთვის და ქვეყნის სუვერენიტეტისთვის მებრძოლ ხალხს „მონებს“ რომ უწოდებენ - მათი ადგილი 9 აპრილის მემორიალთან არ უნდა იყოს

9-04-2025

აგენტები თავისუფლებისთვის და ქვეყნის სუვერენიტეტისთვის მებრძოლ ხალხს „მონებს“ რომ უწოდებენ - მათი ადგილი დღეს 9 აპრილის მემორიალთან არ უნდა იყოს, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.


მისი თქმით, ეს არა ერის ტრაგედია, არამედ პირადი ტრაგედიაა და ამ ადამიანების გამზრდელები ადრე თუ გვიან გააცნობიერებენ იმ მწუხარებას, რაც მათმა ნებაყოფლობითმა არჩევანმა და არასწორ მხარეს დგომამ გამოიწვია.

„აგენტები თავისუფლებისთვის და ქვეყნის სუვერენიტეტისთვის მებრძოლ ხალხს „მონებს“ რომ უწოდებენ - მათი ადგილი დღეს 9 აპრილის მემორიალთან არ უნდა იყოს. მე ვიზიარებ მათი გამზრდელების ჯერ კიდევ გაუთვითცნობიერებელ მწუხარებას, რომელიც ადრე თუ გვიან მათ ეწვევა.


ეწვევა იმ გარდაუვალ კოშმარულ აღიარებასთან ერთად, რომ საუკუნეების განმავლობაში ქართველობის ის უწყვეტი ჯაჭვი, რომლის რგოლები პერიოდულად სუსტდებოდა, მერე კვლავ მტკიცდებოდა უფალსა და სამშობლოსა მას შინა - დღეს სწორედ მათსა და მათ შვილებსა ზედა გაწყდა. თუმცა, ეს არაა ერის ტრაგედია. ერი ამ ყველაფერზე უფრო უზენაესია - ეს მათი პირადი, საოჯახო ტრაგედიაა.


მე ისინი არ მეცოდება - მათ საკუთარი არჩევანი გააკეთეს. ესეც ხომ თავისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია - ნებაყოფლობით აირჩიო: უფლისკენ ხარ, თუ ლუციფერისკენ; "ცხვრების" მხარეზე გინდა აღმოჩნდე, თუ "თხების" - ჟამსა მას შინა, ოდეს უფალი მოვიდეს სუფევითა თვისითა და განსაჯოს მართალნი და მტყუანნი საქმეთაებრ მათითა. თანაც, ყველა რომ უნდა გადარჩეს, ამაში არც სახარებას შევუყვანივართ შეცდომაში. ნათელში ამყოფოს ღმერთმა ყველა იმ თავდადებული ქართველის სულები, რომლებსაც არასდროს შეშლია, თუ რომელი მხარე აირჩიონ ამ წუთისოფელში“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031