გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ჯღარკავა ნანუკა ჟორჟოლიანს: ჩვენ არც ჯალათები ვართ, არც ჯალათის ცოლები, არც ხალხი გაგვიტყავებია და თქვენსავით ხალხის გაუბედურებით მილიონები არ გვიშოვია - 9 აპრილიც ჩვენია, 26 მაისიც და 2012 წლის 1 ოქტომბერიც, არ აგარევინებთ!

9-04-2025

„ჯგუფ "დაიტოვეში", ნაზონდერალმა ნანული ჟორჟოლიანმა გასცა ბრძანება; ხედავთ ხომ, როგორ ცდილობენ ჩვენს დატერორებას და წყობიდან გამოყვანას“, - წერს ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში, რითაც ეხმიანება ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ ჯგუფ "დაიტოვეში" დაწერილ პოსტს იმის შესახებ, რომ "ქართული ოცნების" მთელი შემადგენლობა წერს, რომ რადიკალები "აჩმორებენ", ხოლო ნინო ჯღარკავა ისტერიკაშია.


როგორც ჯღარკავა წერს, "ქართული ოცნების" მრავალრიცხოვანი ამომრჩეველი ღირსეულად ითმენს ოპოზიციის აღვირახსნილობას, რომელსაც ლიდერად ოთხი ახალგაზრდა სვანი ბიჭის გამაუბედურებელი ნანუკა ჟორჟოლიანი ჰყავს, თუმცა, მისივე განცხადებით, მმართველი გუნდის მხარდამჭერებს როდის აევსებათ მოთმინების ფიალა, არავინ იცის.


„ჯგუფ „დაიტოვეში“, ნაზონდერალმა ნანული ჟორჟოლიანმა გასცა ბრძანება; ხედავთ ხომ, როგორ ცდილობენ ჩვენს დატერორებას და წყობიდან გამოყვანას. შემირცხვენია ის ოპოზიცია, 4 ახალგაზრდა სვანი ბიჭის გამაუბედურებელი ჟორჟოლიანი რომ ლიდერად ეყოლებათ. დიახ, ჩვენ, მილიონ ორასი ათასი "ოცნების" ამომრჩეველი ღირსეულად ვითმენთ თქვენს აღვირახსნილობას, ვითმენთ და, როდის აგვევსება მოთმინების ფიალა, არავინ იცის. ჩვენ არც ჯალათები ვართ, არც ჯალათის ცოლები, არც ხალხი გაგვიტყავებია და თქვენსავით ხალხის გაუბედურებით მილიონები არ გვიშოვია, 9აპრილიც ჩვენია, 26 მაისიც და 2012 წლის 1 ოქტომბერიც, არ აგარევინებთ!" - წერს ნინო ჯღარკავა Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930