გაიგე განსხვავებული

შაბათი, მაისი 24, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იმერეთში, აჭარასა და სამეგრელოში 7 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

10-04-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, იმერეთში, აჭარასა და სამეგრელოში 7 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს. 


4 უკანონო სახერხი საამქრო დალუქულია იმერეთში: ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯონიაში, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ზვარესა და ვახანში.


2 უკანონო ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოვლენილია აჭარაში - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალსა და შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ იაკობაურში.


ასევე ლენტური ტიპის არარეგისტრირებულ სახერხი საამქროების ტერიტორიებიდან ჯამში ამოღებულია სხვადასხვა სახეობის, 25 ერთეული დაუფირნიშებელი მორი და 0, 37 კუბური მეტრი მოცულობის ფიცარი.


ვინაიდან შვიდივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031