გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აგვისტო 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ციცინო შავაძე: ახლობლებს „ფეისბუკის“ გვერდებზე უწერენ, რომ მე ვარ მეუღლის გამყიდველი ადამიანი, დავაჭერინე უდანაშაულო ხალხი და რომ ძალიან ცუდი ბოლო გვექნება მე და ჩემს და-ძმებს, ამიტომ ვერიდები ყველგან გასვლას თითქმის 16 წელია

10-04-2025

2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, სერჟანტ როინ შავაძის მეუღლემ, ციცინო შავაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ისაუბრა, სადაც როინ შავაძის მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს.


როგორც მან აღნიშნა, მის მიმართ დღემდე ხორციელდება მუქარა, რის გამოც იგი ერიდება ყველგან გასვლას და ოჯახის წევრებთან ერთად გადაადგილებას.


„ახლობლებს „ფეისბუკის“ გვერდებზე უწერენ, რომ მე ვარ მეუღლის გამყიდველი ადამიანი, დავაჭერინე უდანაშაულო ხალხი, შეურაცხყოფები და რომ ძალიან ცუდი ბოლო გვექნება მე და ჩემს და-ძმებს, ამიტომ ვერიდები ყველგან გასვლას თითქმის 16 წელია. მე ოჯახთან ერთად ვერიდები მანქანით სადმე გასვლას, ან შეკრების ადგილზე მათთან ერთად ყოფნას, იმიტომ რომ მათ რაიმე უბედურება არ მოვუტანო კიდევ, რომელსაც ვეღარ გადავიტან“, - განაცხადა ციცინო შავაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031