გაიგე განსხვავებული

შაბათი, მაისი 31, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: ვინც თუნდაც ახლა გაიგო ამ ყველაფრის შესახებ და მაინც ამ ბოროტების მომხრეა, ის „ნაციონალური მოძრაობის“ გამმართლებელი და ხელშემწყობია

10-04-2025

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომას ეხმიანება. მისი თქმით, სხდომაზე გაჟღერებული ფაქტები კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა მასშტაბის დანაშაულებს სჩადიოდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი.


როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, როცა დროებით საპარლამენტო კომისიაზე, აგვისტოს ომის შესახებ, ბიზნეს წართმეულებზე თუ ნაწამებ-მოკლულ ადამიანებზე გაჟღერებულ შემაძრწუნებელ ინფორმაციებს ისმენ, ერთი მთავარი აზრი გიჩნდება — რა და რამდენ საშინელებებს აკეთებდა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი.


„როცა, დროებით საპარლამენტო კომისიაზე, აგვისტოს ომის შესახებ იქნება, ბიზნეს წართმეულებზე თუ ნაწამებ-მოკლულ ადამიანებზე გაჟღერებულ შემაძრწუნებელ ინფორმაციებს ისმენ, ერთი მთავარი და აზრი გიჩნდება რა და რამდენ საშინელებებს აკეთებდა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი, მერე ფიქრობ, რომ ეს ყველამ უნდა იცოდეს, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა. თუმცა იმის გააზრებაც აუცილებელია, რომ ვინც ამ საშინელებებს სჩადიოდა ხომ არის დამნაშავე, მაგრამ ისინი ვინც თუნდაც ახლა გაიგო ამ ყველაფრის შესახებ და მაინც ამ ბოროტების მხარდამჭერი და მომხრეა, ის მათი გამმართლებელი და ხელშემწყობია — და თუ საშუალება მიეცემათ, იმავეს, თუ არა უარესს, ახლაც ჩაიდენდნენ.“ - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30