გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, მაისი 21, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო წილოსანი რადიკალებზე: ძალიან უწყინარია 5000 ლარიანი ჯარიმა იმ მავნებლობასთან შედარებით, რასაც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ აკეთებს აგენტურა, მით უმეტეს როცა ამ 5000 ლარსაც პატრონები უხდიან!

12-04-2025

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების რეაქციას ეხმიანება, რომელიც დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით გაკეთებულმა მისმა განცხადებამ გამოიწვია.


კერძოდ, წილოსანმა, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების დაწესების მიზეზზე საუბრისას აღნიშნა, რომ „ალბათ ადამიანის უფლებების დარღვევაში იმას გულისხმობენ, რომ ცენტრალური გამზირების გადაკეტვისთვის, საბოტაჟის მოწყობისთვის ადამიანები უწყინარი 5000 ლარით რომ ჯარიმდებიან, მხოლოდ".

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის შეფასებით, ნამდვილად უწყინარია 5000-ლარიანი ჯარიმა იმ მავნებლობასთან შედარებით, რასაც აგენტურა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ აკეთებს.


"რა ამბავი აუტეხავთ… კი, ძალიან უწყინარია 5000 ლარიანი ჯარიმა იმ მავნებლობასთან შედარებით, რასაც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ აკეთებს აგენტურა, მით უმეტეს როცა ამ 5000 ლარსაც პატრონები უხდიან!" - წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031