გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, მაისი 22, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯაბა სამუშიამ თსუ-ში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

15-04-2025

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მორიგი ეტაპი მიმდინარეობს.  თსუ რექტორმა, ჯაბა სამუშიამ, კანცლერთან ლაშა საღინაძესთან და ცენტრალური ადმინისტრაციისა და ფაკულტეტის წარმომადგენლებთან ერთად, თსუ-ის მე-10 (მაღლივი) და მე-11 (ბიოლოგების) კორპუსებში მიმდინარე და დასრულებული სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.

 

მე-10 კორპუსში უკვე დასრულდა ცენტრალური კიბის რეაბილიტაცია, სრულად განახლდა მე-8 სართული და მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება მე-9 სართულის რემონტიც.  განახლებულ აუდიტორიებში ქართულ ენაში მომზადების (1+4 )პროგრამის სტუდენტები ისწავლიან.

 

ამასთან, ასევე, დასრულდა თსუ-ის მე-11 კორპუსის სამი აუდიტორიის სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031