გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აგვისტო 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჩიხელიძე რადიკალების მიერ დაშავებული პოლიციელის მხედველობის დაკარგვაზე: აქცია, თავიდანვე, ძალადობრივი ხასიათის იყო, ამაში დასარწმუნებლად აუცილებლად ტრაგედია უნდა მომხდარიყო?

16-04-2025

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ რადიკალი აქტივისტების მიერ 29 ნოემბრის აქციაზე, ბლაგვი საგნის სროლის შედეგად, დაშავებულმა პოლიციელმა მხედველობა დაკარგა.


ექსპერტი მიმართავს ევროპელ „დაუძინებელ მეგობრებს” და ინტერესდება, ამ ფაქტზე რა რეაქცია აქვთ. ასევე, წერს, თუ როგორ გაბედეს ავაზაკთა ბანდის მშვიდობიან მომიტინგეებად შერაცხვა.


„აქცია თავიდანვე ძალადობრივი ხასიათის იყო, ამაში დასარწმუნებლად აუცილებლად, ტრაგედია უნდა მომხდარიყო? ჩვენი ევროპელი დაუძინებელი მეგობრების პოზიცია მაინტერესებს, ეს არის მშვიდობიანი აქცია?


როგორ გაბედეთ, ავაზაკთა ბანდის, აქციის მშვიდობიანი მონაწილეებად შერაცხვა. ეს არის თქვენი "დემოკრატია" და ორმაგი სტანდარტი.


ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ქუჩაში მდგომი ადამიანებს, მშვიდობიან აქციასთან საერთო არ აქვს. ეს არის რადიკალ ადამიანთა ჯგუფი, რომლის მიზანს სახელმწიფოსთვის და ადამიანისთვის ზიანის მიყენება წარმოადგენს. იმედს ვიტოვებ,რომ თითოეული მოძალადის იდენტიფიკაცია მოხდება და დამნაშავე უმკაცრესად იქნება დასჯილი,“ - წერს დავით ჩიხელიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031