გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, მაისი 22, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროექტის - „ჩვენი ჯარი“, ფარგლებში სამხედროები ტყიბულის მე-6 სკოლას ესტუმრნენ

16-04-2025

თავდაცვის სამინისტროს პროექტი - „ჩვენი ჯარი“ მიმდინარე სასწავლო წელსაც წარმატებით გრძელდება. საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ამჯერად, ქალაქ ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ და მაღალი კლასების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.


ჯარისკაცებმა საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიაზე, სტრუქტურაზე, ჯარში სამსახურის დაწყებასა და სამხედრო განათლების მიღებაზე ისაუბრეს.


მოსწავლეთა აქტიურობით გამორჩეულ შეხვედრაზე, კარიერული განვითარების შესაძლებლობებით და ჯარში განხორციელებული რეფორმებით დაინტერესდნენ, კერძოდ, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურსა და აქტიურ რეზერვში არსებულ სიახლეებზე. საინტერესო გამოდგა შეხვედრის ინტერაქტიული ნაწილი, რომლის დროსაც სამხედროებმა მოსწავლეებს ამომწურავი პასუხები გასცეს.


პროექტი „ჩვენი ჯარი“ საქართველოს სკოლებში სასწავლო წლის დასრულებამდე გაგრძელდება. ჯარის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდებში სამხედრო ცნობიერების ამაღლების მიზნით, თავდაცვის სამინისტრო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. პროექტი - „ჩვენი ჯარი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031