გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივნისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ბარაკ ობამამ მიშელ ობამას დაბადების დღე ემოციური წერილით მიულოცა

18-01-2018

გუშინ მიშელ ობამა 54 წლის გახდა.

ყოფილ პირველ ლედის დაბადების დღე მისმა მეუღლემ, ბარაკ ობამამ ყვავილებითა და ემოციური წერილით მიულოცა.

"დიდი მადლობა ბარაკ ობამა, იმ ყვავილებისთვის, რომელიც დღეს დილით მე სამსახურში დამხვდა. შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი, ყველაზე დიდი გულშემატკივარი ხარ, შენგან ყვავილებისა და წერილების მიღება არასდროს იქნება მოსაბეზრებელი." - დაწერა მიშელ ობამამ ინსტაგრამზე.



 ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი მხოლოდ ყვავილებითა და წერილით არ შემოფარგლულა. მან თავის ცოლს ინსტაგრამზე ემოციური პოსტი მიუძღვნა.

"შენ არ ხარ მხოლოდ ჩემი ცოლი ან ჩემი შვილების დედა, შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ. მე მიყვარს შენი სიძლიერე, მიმზიდველობა და მიზანდასახულობა. ყოველ დღე უფრო მეტად მიყვარხარ. გილოცავ დაბადების დღეს." - დაწერა ბარაკ ობამამ ინსტაგრამზე.


 

"ტაბულა"

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30