გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივნისი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო წილოსანი: უვიზო მიმოსვლა ტყუილად არავის მოუცია, ეს კომფორტი ჩვენ დავიმსახურეთ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, თუმცა, თუ კომფორტი წინააღმდეგობაში მოდის პატრიოტიზმთან, ქართველი ხალხი ყოველთვის დარჩება თავისი ქვეყნის პატრიოტად

18-04-2025

უვიზო მიმოსვლა ნამდვილად კომფორტულია, და ეს კომფორტი ჩვენ დავიმსახურეთ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, - წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, უვიზო მიმოსვლა საქართველოსთვის ტყუილად არავის მოუცია, თუმცა, თუ კომფორტი წინააღმდეგობაშია პატრიოტიზმთან, ქართველი ხალხი ყოველთვის ქვეყნის პატრიოტად დარჩება.


„უვიზო მიმოსვლა ნამდვილად კომფორტულია, და ეს კომფორტი ჩვენ დავიმსახურეთ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში - ყველა იმ განსაზღვრული ეტაპის გავლით, რაც ევროკავშირმა დაგვიწერა. შესაბამისად, ის ტყუილად არავის მოუცია.


თუმცა, თუ კომფორტი წინააღმდეგობაში მოდის პატრიოტიზმთან, ქართველი ხალხი ყოველთვის რჩებოდა და დარჩება თავისი ქვეყნის პატრიოტად“ - წერს წილოსანი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30