გაიგე განსხვავებული

პარასკევი, მაისი 30, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ ანგურიძე: მთლიანობაში ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლებმა 102%-ს გადააჭარბა, რაზეც, რა თქმა უნდა, ყურადღება არ გამახვილებულა -პოლიტიკოსების მოტივი არა სიმართლის და მიზეზის გარკვევა, არამედ აჟიოტაჟის და ცრუ განგაშის ატეხაა

22-04-2025

ცოტა ცინიზმია, ან/და სხვა შეგნებული დეზინფორმაცია, როცა მოგების გადასახადის შემცირებაზე ვსაუბრობთ და მიზეზებს არ ვიკვლევთ. მაშინ, როდესაც ჯერ არ ვიცით რეინვესტირების მაჩვენებელი როგორი იყო პირველ კვარტალში. იქნებ დაგვეცადა და გვენახა ხომ არ არის რეინვესტირების მაჩვენებელი გაზრდილი? - წერს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, ოთარ ანგურიძე, 2025 წლის იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის საპროგნოზო შემოსავლებთან დაკავშირებით.


მისი თქმით, კანონმდებლობით მოგების გადასახადით არ იბეგრება რეინვესტირებული მოგება, შესაბამისად, პოლიტიკოსების მოტივი არ სიმართლის და მიზეზის გარკვევა, არამედ აჟიოტაჟი და ცრუ განგაშის ატეხაა.


ანგურიძე ასევე აღნიშნავს, რომ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მთლიანობაში ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლებმა 102%-ს გადააჭარბა, რაზეც, რა თქმა უნდა, ყურადღება არ გამახვილებულა, არც სტატიაში და არც პოლიტიკოსთა შეფასებებში.


“ცოტა ცინიზმია, ან/და სხვა შეგნებული დეზინფორმაცია, როცა მოგების გადასახადის შემცირებაზე ვსაუბრობთ და მიზეზებს არ ვიკვლევთ. მაშინ, როდესაც ჯერ არ ვიცით რეინვესტირების მაჩვენებელი როგორი იყო პირველ კვარტალში. იქნებ დაგვეცადა და გვენახა ხომ არ არის რეინვესტირების მაჩვენებელი გაზრდილი? ჩვენი კანონმდებლობით მოგების გადასახადით არ იბეგრება რეინვესტირებული მოგება.


შესაბამისად, პოლიტიკოსების მოტივი არ სიმართლის და მიზეზის გარკვევა, არამედ აჟიოტაჟი და ცრუ განგაშის ატეხაა. ასეთი ხომ წარსულშიც არაერთი ყოფილა. მითუმეტეს, როდესაც საუბარია მოგების გადასახადის თითქმის 97%-იან შესრულებაზე. ასევე, საუბარია აქციზიდან მიღებული შემოსავლების შემცირებაზე და ამ დროს ეს ის ხალხია, რომელიც მუდმივად აქციზის გადასახადის შემცირებაზე საუბრობენ და დღეს აღმოჩნდა რომ სწორედ ამ გადასახადის გადახდა გახდა ეკონომიკური პრობლემების პარადიგმა.


რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მთლიანობაში ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლებმა 102%-ს გადააჭარბა, რაზეც რა თქმა უნდა ყურადღება არ გამახვილებულა, არც სტატიაში და არც პოლიტიკოსთა შეფასებებში. რადგან მათი წარმატების იმედი მოსახლეობაში შიშისა და სახელმწიფოს მიმართ უნდობლობაზე გადის”,-წერს ოთარ ანგურიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031