გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 04, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა ყაზახეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

23-04-2025

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა ყაზახეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ტიმურ სულეიმენოვს შეხვდნენ.


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის საბანკო და საფინანსო სისტემების მდგრადობასა და სტაბილურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ხაზი გაესვა შუა დერეფნის ქვეყნებს შორის ფინანსური კავშირების განვითარების მნიშვნელობას.


მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში შემუშავებული 2025-2026 წლების ორმხრივი თანამშრომლობის საგზაო რუკა მიმოიხილეს, რომელიც ითვალისწინებს გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ფინანსური ტექნოლოგიების, საგადახდო სისტემების, ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერების რეგულირების, საგადამხდელო ბალანსის, მონეტარული და მაკროპრუდენციული პოლიტიკის, კაპიტალის ბაზრების დაახლოების, ბანკნოტების გამოშვების, რისკების მართვისა და სხვა საკითხებში.


თავის მხრივ, ყაზახეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ტიმურ სულეიმენოვმა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და უფრო პროდუქტიული და ეფექტური პარტნიორობის მზადყოფნა გამოთქვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031