გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივნისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

24-04-2025

საქართველოს პროკურატურამ, ყვარლის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 აპრილს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბრალდებული გადავიდა საავტომობილო გზიდან და შეეჯახა ორ პირს, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალნენ.


სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან მალევე დააკავეს. პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30