გაიგე განსხვავებული

კვირა, მაისი 18, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქვემო ქართლში, 300 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება

25-04-2025

შპს „საქართველოს მელიორაცია“ მარნეულის მუნიციპალიტეტში ხრამარხის  სარწყავი სისტემის  წმენდით სამუშაოებს ატარებს.


სამუშაოები ითვალისწინებს მაგისტრალური არხის, ჯამში 10 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთის, ნატანისა და ხე-ბუჩქნარისგან წმენდას და გამშვებ-სარეგულაციო ფარების მოწყობას.


საქართველოს მელიორაციამ ღონისძიებები  მიმდინარე წლის თებერვალში  დაიწყო და  მაისში   დაასრულებს.  


ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის გამტარუნარიანობას გაზრდას და შეამცირებს წყლის დანაკარგს; შედეგად, დაახლოებით 300 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სამელიორაციო მომსახურება გაუმჯობესდება.   


აღსანიშნავია, რომ 2012-2024 წლებში ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, რეგულარულ სარწყავში გადავიდა  34,095 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, სარწყავი   წყლის მიწოდება  32,070  ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031