გაიგე განსხვავებული

პარასკევი, მაისი 30, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თსუ ხელოვნური ინტელექტის საუნივერსიტეტო სტრატეგიაზე მუშაობს

25-04-2025

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე რამდენიმე თვეა ხელოვნური ინტელექტის განვითარების საუნივერსიტეტო სტრატეგიაზე მუშაობს. პირველადი შედეგების განხილვის მიზნით, სამუშაო შეხვედრა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებთან და ფაკულტეტების დეკანებთან გამართა.


შეხვედრაზე განიხილეს თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით უნივერსიტეტის განვითარების ახალი ეტაპი და ის შესაძლებლობები, რასაც ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია მოუტანს როგორც სასწავლო და კვლევით პროცესს, ისე უნივერსიტეტის ადმინისტრირების პროცესების გაუმჯობესებას.


„ხელოვნური ინტელექტის სწორად მართვა და განათლების სისტემაში მისი ინტეგრირება უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, რომელსაც უნივერსიტეტმა თანამედროვე მიდგომებით უნდა უპასუხოს. ჩვენი მიზანია, თსუ გახდეს ერთ-ერთი ლიდერი ხელოვნური ინტელექტის ცოდნის, პრაქტიკის და ეთიკური გამოყენების გავრცელებაში საქართველოში,“ – აღნიშნა რექტორმა ჯაბა სამუშიამ.


ხელოვნური ინტელექტის სტრატეგია მიზნად ისახავს სხვადასხვა ფაკულტეტებისა და სტრუქტურების ჩართულობით ინოვაციური მიდგომების დანერგვას. მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია სპეციალიზებული სამუშაო ჯგუფების შექმნა, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა და დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031