გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, მაისი 27, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის და იძულების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

28-04-2025

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის და იძულების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, დედამ და ბებიამ ფიზიკურად იძალადეს არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, რომელსაც სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს და დასჯის მიზნით აიძულებდნენ მას არ დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლი.


სამართალდამცველებმა ბრალდებულები 25 აპრილს დააკავეს. ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ა" და „დ" ქვეპუნქტებით (ოჯახში ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად არასრულწლოვნის მიმართ) და 11 პრიმა 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით (იძულება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯგუფურად არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031