გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 26, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაყვალა გონაშვილი: როცა ნატა ლომოური დაინიშნა, ერთი მაგიდით და კომპიუტერით მივადექით მწერალთა სახლს, მან გამოგვაგდო შენობიდან

29-04-2025

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი საქართველოს მწერალთა კავშირში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრობს.


მაყვალა გონაშვილი იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც მწერალთა სახლის დირექტორი ნატა ლომოური გახდა.


„როცა ქალბატონი ნატა ლომოური დაინიშნა, მე მახსოვს, რომ მე და ბატონმა რეზომ ვიფიქრეთ, რომ ალბათ, ახლა აღასრულებენ იმას მაინც, რასაც შეგვპირდნენ, რომ ორი ოთახი თუ არა, სადმე კუთხეში შეგვიყვანდნენ.


ერთადერთი მაგიდა გადაგვირჩა, ყველაფერი დაგვირბიეს და მე და ბატონი რეზო, იმ მაგიდით და ერთი კომპიუტერით მივადექით მწერალთა სახლს. მახსოვს, რომ ნატა ლომოურმა გამოგვაგდო შენობიდან და ჩემს ცხოვრებაში პირველად, შემეცოდა ბატონი რეზო მიშველაძე, წვიმაში როგორ იყო დაყრდნობილი მაგიდას და როგორ ვერ შევიდა თავის ისტორიულ შენობაში.


სულ მახსოვს ეს და ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან, ნებისმიერ ამბავს, მაინც სამართლიანობა ამთავრებს“-განაცხადა მაყვალა გონაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031