გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივნისი 05, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროკავშირის გაფართოების ევროკომისარი მარტა კოსი: ვცადეთ, დაგვეწესებინა სანქციები [საქართველოსთვის], მაგრამ ამის შესაძლებლობა არ ყოფილა, წევრ ქვეყნებს შორის არ არის ერთსულოვნება

29-04-2025

ვცადეთ, დაგვეწესებინა სანქციები [საქართველოსთვის], მაგრამ ამის შესაძლებლობა არ ყოფილა, წევრ ქვეყნებს შორის არ არის ერთსულოვნება, - განაცხადა ევროკავშირის გაფართოების ევროკომისარმა მარტა კოსიმ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.


მისი თქმით: ბრიუსელმა სცადა სანქციების დაწესება თუმცა ამ მიმართულებით ერთსულოვნება ქვეყნებს შორის არ იყო.


„ვცადეთ, დაგვეწესებინა სანქციები, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ ყოფილა, წევრ ქვეყნებს შორის არ არის ერთსულოვნება. დიახ, ჩვენ ვცადეთ ეს [და არ გამოგვივიდა], მაგრამ არიან ცალკეული წევრი ქვეყნები, რომელთაც შემოიღეს ინდივიდუალური სანქციები“, - განაცხადა მარტა კოსიმ.


საქართველოსთვის სანქციები დაწესებული აქვთ ბალტიის ქვეყნებს - ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთს, - ასევე პოლონეთს, ჩეხეთსა და გერმანიას. ევროკავშირს გარეთ ფინანსური სანქციები დააწესეს გაერთიანებულმა სამეფომ და შეერთებულმა შტატებმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30