გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 05, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თურქეთიდან შემოტანილი პომიდორი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

30-04-2025

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი", თურქეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი პომიდორის 2 სასაქონლო პარტია (საერთო წინა 32 039 კგ.) იქნა შეჩერებული.


სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების ფარგლებში, პასუხისმგებელი ფიტოსანიტარის მიერ, საქონლის ინსპექტირებისას, პომიდორზე საკარანტინო მავნე ორგანიზმისთვის (Tuta Absoluta) დამახასიათებელი კვალი გამოვლინდა.


საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031