გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
„metronews“(რუსეთი): აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებით რუსეთმა დიდი შეცდომა დაუშვა, შედეგად, მოვისპეთ საქართველოსთან მოლაპარაკების შანსი და მივიღეთ ორი მუქთამჭამელი

4-11-2018

რუსული გამოცემა «Metro», საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება და ამავდროულად, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ წერს.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:


ქართველებს საპრეზიდენტო არჩევნებში მართლაც დიდი არჩევანი ჰქონდათ - საარჩევნო ბიულეტენებში 25 კანდიდატი იყო შეტანილი.


თუმცა, კანდიდატთა სიაში არავინ იყო ისეთი, რომელიც რუსეთს კეთილი თვალით შეხედავდა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს 25-ვე კანდიდატი რუსეთს ყველანაირად აბრუნებდა და იფიცებოდა - „ყველაზე ანტირუსული კანდიდატი ვარ, სამაგიეროდ ამერიკა და ევროპა მიყვარსო“. საერთოდ კი, მოსკოვს არ უნდა დაავიწყდეს, რომ მეორე ტურში გასული პროამერიკელი და პროევროპელი სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრები იყვნენ.


თანამდროვე რუსმა პოლიტიკოსებმა ერთი ჭეშმარიტება ვერ გააცნობიერეს, რომელიც მე-19 საუკუნიდანაა ცნობილი, კავკასიის ომებისა და გენერალ ალექსი ერმოლოვის დროიდან: „ვინც საქართველოს აკონტროლებს, ის მთელ კავკასიას აკონტროლებს“. რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელები არასოდეს არ იტვირთავდნენ თავს ნაციონალური „გარეუბნების“ სპეციფიკის შესწავლით, ამიტომაც თავიანთი მოქმედებით აქტიურად უწყობდნენ ხელს ქვეყნის დეზინტეგრაციას და დაშლას.


რუსეთის პოლიტიკა პოსტსაბჭოთა სივრცეში ბობოქარ 1990-იან წლებში, როცა ჩვენს „პოლიტიკოსებს“ გაიძვერა ლობისტები ყიდულობდნენ, იმ დროს მოსკოვმა ორი ძირითადი შეცდომა დაუშვა კავკასიური პოლიტიკის გატარების დროს: პირველი - ერთმნიშვნელოვანი ფსონის დადება სომხეთის მოკავშირეობაზე, რომელსაც მეზობლებთან, რბილად რომ ვთქვათ, რთული ურთიერთობა ჰქონდა. მეორე - ვერაფერი უკეთესი ვერ მოიფიქრეს და საქართველოსა და აზერბაიჯანს ტერიტორიული მთლიანობით შანტაჟი დაუწყეს.


2008 წლის აგვისტოში კი რუსეთმა დიდი შეცდომაც დაუშვა, როცა დამოუკიდებლად აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და ამით ხელიდან გაუშვა კოზირები საქართველოს ყოველ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაში. მაგრამ ჩვენ რატომ მოვიკიდეთ ზურგზე ორი მუქთამჭამელი? ოფიციალური მონაცემებით, სამხრეთ ოსეთის „ბიუჯეტს“ 100%-ით რუსეთი აფინანსებს. რაც შეეხება აფხაზეთს, სოხუმმა ამასწინათ დაიფიცა - „ჩემი ბიუჯეტი მოსკოვის მიერ მხოლოდ 50%-ით ფინანსდებაო“.


მოკლედ, საქართველოს დასაკარგავი არაფერი აღარ აქვს. იმის იმედი, რომ რუსეთის პრეზიდენტი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის ცნობის ბრძანებულებას გააუქმებს, მიამიტობაა: დიდი სახელმწიფოები თავიანთ გლობალურ შეცდომებსაც კი იშვიათად აღიარებენ და მათ გამოსწორებას არ ცდილობენ. თავის მხრივ, ყოველ იმ ქართველ პოლიტიკოსს, რომელიც უარს იტყვის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, უკეთეს შემთხვევაში, პოლიტიკური სიკვდილი ელოდება. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება თავისი მითების რეანიმაციისათვის სულ უფრო მეტ საძაგლობებს მოიფიქრებს რუსეთის წინააღმდეგ, ყველანაირად შეეცდება რუსეთის მტრებთან დაახლოებას და საიმედო ზურგის როლს შეასრულებს ჩრდილოკავკასიელი სეპარატისტებისათვის.
საქართველოს ასევე შეუძლია თავის ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო ბაზაც განალაგოს, ალიანსში გაუწევრიანებლად. მთავარია, სამიზნეში რუსეთი ჩანდეს.


-----------


«Metro Москва́» - რუსეთის ყოველდღიური საინფორმაციო გაზეთი, უფასოდ ვრცელდება მოსკოვში. ფინანსდება მის გვერდებსა და დამატებებში განთავსებული რეკლამის ხარჯზე. არის შვედური მედიაკომპანია «Metro International»-ის ნაწილი. პირველი ნომერი გამოვიდა 1997 წლის სექტემბერში. იბეჭდება მოსკოვში. ტირაჟი - 510 ათასი ეგზ.



P.S. სტატიაში, რომლის ავტორიც წარმოშობით ქართველი ვახტანგ ჯანაშიაა, გარდა რამდენიმე პოზიტიური მესიჯისა, გატარებულია მთელი რიგი იმპერიალისტური ხაზები, მაგ: ავტორი წუხს, რომ 2008 წელს თითქმის ნატახტრამდე მისული ჯარი თბილისში არ შევიდა წესრიგის დასამყარებლად და ასე შემდეგ... (რედ)

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930