გაიგე განსხვავებული

კვირა, ივნისი 01, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი აბდალაძე: პატიმარი იყო, რომელსაც გალიის გარეთ ჰქონდა ხელი გამოყოფილი, იატაკზე იჯდა, გარედან ჰქონდა ბორკილები გაკეთებული, დაბმული იყო, რომ ვერ ამდგარიყო, ნაცემი და დასისხლიანებული, გადაფარებული ჰქონდა მაისური თავზე და ტიროდა

30-04-2025

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე ე.წ. ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით საუბრობს და გლდანის ციხეში არსებულ მდგომარეობას იხსენებს.


აბდალაძის თქმით, მათთან ერთად ფუქსში პატიმარი იყო, რომელსაც გალიის გარეთ ჰქონდა ხელი გამოყოფილი, იატაკზე იჯდა, გარედან ჰქონდა ბორკილები გაკეთებული, დაბმული იყო, რომ ვერ ამდგარიყო, ნაცემი და დასისხლიანებული, მას გადაფარებული ჰქონდა მაისური თავზე, ტიროდა და ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო.


„სუნი იდგა საშინელი, ჩვენც ისეთ მდგომარეობაში ვიყავით, მერე რაღაც პერიოდის შემდეგ, რომ სადაც შევდიოდი ბოდიშს ვუხდიდი, იმიტომ რომ დაბანის საშუალება არ გვქონდა, გვითიშავდნენ წყალს, აბაზანაში არ გვიშვებდნენ, ვყარდით ჩვეულებრივად.


ფუქსში რომ ვიყავით, იატაკზე რომ ვიწექით, ჩემი ერთ-ერთი მეგობარი წინ იყო, ირაკლი აქეთ მხარეს, ირაკლის მოპირდაპირე მხარეს პატიმარი იყო, რომელსაც გალიის გარეთ ჰქონდა ხელი გამოყოფილი, იატაკზე იჯდა, გარედან ჰქონდა ბორკილები გაკეთებული, დაბმული იყო, რომ ვერ ამდგარიყო და იყო ნაცემი, დასისხლიანებული, გადაფარებული ჰქონდა მაისური თავზე და ტიროდა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო.


ჩვენ საუბრის საშუალებასაც არ გვაძლევდნენ ერთმანეთთან. შუაში დადიოდა ერთ-ერთი ზედამხედველი, გვაგინებდა, თქვენ გიჩვენებთ ახლა სეირს, ხომ არ გგონიათ რამე გიშველითო“, - განაცხადა გიორგი აბდალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30