გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 03, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გრიგოლ გეგელიას მიზანმიმართული ტყუილი - სინამდვილეში, საგარეო საქმეთა სამინისტროში იქმნება ევროპის საქმეთა პოლიტიკური დირექტორატი, რომელიც მოიცავს ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტებს

1-05-2025

ხაზარაძის „ლელო“ მორიგ მიზანმიმართულ დეზინფორმაციას ავრცელებს. ამჯერად, საქმე ეხება გრიგოლ გეგელიას მიერ გავრცელებულ ტყუილს იმის შესახებ, თითქოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უქმდება ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი.


გეგელიას მიერ საგანგებოდ ჩატარებული ბრიფინგის შემდეგ, ინტერნეტგამოცემა „პრაიმტაიმი“ თემის დეტალებით დაინტერესდა. მათ მოიპოვეს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურის პროექტი, სადაც ნათლად ჩანს, რომ სინამდვილეში რეფორმის შედეგად, სამინისტროში იქმნება ევროპის საქმეთა პოლიტიკური დირექტორატი, რომელიც მოიცავს ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტებს, რაც, როგორც ცნობილია, ევროპის ქვეყნებში საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა.


მოპოვებული დოკუმენტებიდან ვიგებთ, რომ ახალი სტრუქტურის მიხედვით, ევროინტეგრაციის დეპარტამენტში იქნება 4 სამმართველო.


შეგახსენებთ, გუშინ მედიაში გავრცელდა საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის მიერ თანამშრომლებისთვის გაგზავნილი წერილი, სადაც მინისტრი მათ რეფორმის მიზნებთან დაკავშირებით ინფორმაციას დეტალურად აცნობს. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031