1-05-2025
Fox News-ის ყოფილი რედაქტორი ნანა საჯაია X-ზე რუსულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შესაძლოა 9 მაისს მოსკოვში „გამარჯვების აღლუმს“ დაესწროს.
ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-სა და უკრაინას შორის მინერალურ რესურსებზე შეთანხმებას ხელი მოეწერა.
„აშშ-სა და უკრაინას შორის მინერალურ რესურსებზე შეთანხმების ხელმოწერიდან მომდევნო დღეს, რუსული მედია იუწყება, რომ სახელმწიფო მდივანი, რუბიო შესაძლოა 9 მაისს მოსკოვში „გამარჯვების აღლუმს“ დაესწროს,”- წერს ნანა საჯაია.
ცნობისთვის, 30 აპრილს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
24-06-2025
24-06-2025
18-06-2025