გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, აგვისტო 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო კალანდაძე: ადეკვატური მოლოდინები უნდა გვქონდეს, ზურაბიშვილი აღარ არის პრეზიდენტი

4-05-2025

მგონია, რომ მოლოდინები ადეკვატური უნდა გვქონდეს. ზურაბიშვილი, პირველ რიგში, აღარ არის პრეზიდენტი, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ 2008–2012 წლებში, ნინო კალანდაძემ, „ტვ პირველის" ეთერში.


კალანდაძემ უპასუხა კითხვას იმის შესახებ, თუ რამდენად მოახერხა სალომე ზურაბიშვილმა, ყოფილიყო საზოგადოებას, პოლიტიკოსებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას შორის ერთგვარი მედიატორი. მისი შეფასებით, მართალია, ზურაბიშვილი გარკვეულ არაფორმალურ სტატუსს ინარჩუნებს საერთაშორისო დონეზე, თუმცა, ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ შეძლეს კოორდინაცია და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის კონკრეტული პირის წარდგენა, რომ ზურაბიშვილს ალტერნატივა ჰყავდეს.


„ბუნებრივია, რომ ის რაღაც ტიპის არაფორმალურ სტატუსს ინარჩუნებს საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში, მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციაში არ არსებობს ასეთი წარმომადგენლობა - ანუ, ბარიერგადალახული სუბიექტები ვერ ახერხებენ იმ კოორდინაციის და იმ წარმომადგენლობითი პირის დეზიგნირებას, რომ მას [ზურაბიშვილს] ალტერნატივა ჰყავდეს. ამიტომ არის სასოწარკვეთილი საერთაშორისო თანამეგობრობა და ამბობენ, მოდი, დროებით ზურაბიშვილს შევუნარჩუნოთ ლეგიტიმაცია. მაგრამ, მას ხომ არ უყრია კენჭი, ის ხომ არ ყოფილა არც ერთი პოლიტიკური ოპოზიციის სათავეში, მას ხომ არ აქვს პირდაპირი სახალხო ლეგიტიმაცია? - ეს არის პოლიტიკური პარტიების გასაკეთებელი“, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031