გაიგე განსხვავებული

პარასკევი, მაისი 23, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვალერი გელაშვილი: 2013 წლის დასაწყისში, ლიეტუვის სეიმში საპარლამენტო დელეგაცია ვიყავით და ჩემს თავდასხმაზე საუბრისას, გიორგი ვაშაძემ მითხრა, აბა რა გეგონა, შეურაცხყოფა რომ მიაყენე პრეზიდენტსო

5-05-2025

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების, 2003 წლიდან დღემდე, საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, პარლამენტის ყოფილმა წევრმა ვალერი გელაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ, მისი ცემისა და უფლებების შელახვის თაობაზე ისაუბრა.


მან გაიხსენა ერთ-ერთი ფაქტი, როდესაც 2013 წელს, გიორგი ვაშაძემ უთხრა, პრეზიდენტის შეურაცხყოფის გამო, აბა რა გეგონაო.


„ერთი ფაქტი იყო, 2013 წლის დასაწყისში, საპარლამენტო დელეგაცია ვიყავით ლიეტუვის სეიმში წასული, მაშინ დათო უსუფაშვილი იყო პარლამენტის თავმჯდომარე. ჩემს თავდასხმაზე, რაღაცაზე, ვსაუბრობდით და გიორგი ვაშაძემ მითხრა, აბა რა გეგონა, შეურაცხყოფა რომ მიაყენე პრეზიდენტსო. პარლამენტში ვიყავით, თორემ პასუხს გავცემდი ვაშაძეს. მათთვისე.ი. ნორმაა, ადამიანების წიხლებით ცემა.“ - განაცხადა ვალერი გელაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031