გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, მაისი 29, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გოჩა კაკოიშვილი: ისეთი ნაცემი და ნაწამები ვიყავი, რომ საკუთარი ფეხით სახლში ასვლა ვერ შევძელი, მეგობრებმა სკამზე დამჯდარი ამიყვანეს

5-05-2025

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ზილების რევოლუციის“ საქმესთან დაკავშირებით, გოჩა კაკოიშვილი საუბრობს და თავისი წამების დეტალებს იხსენებს.


ის ასევე, საუბრობს პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ პერიოდზე. მისი თქმით, ისე იყო ნაცემი და ნაწამები, რომ საკუთარი ფეხით სახლში ასვლაც ვერ შეძლო.


„პატიმრობა მომისაჯეს, წამიყვანეს და ჩამაგდეს თეთრიწყაროში „კაპეზეზე“, სადაც აღარ დავწვრილმანდები, იქ რა მდგომარეობაც იყო. გათავისუფლებიდან ისეთ დონეზე ვიყავი, რომ საკუთარი ფეხით სახლში ასვლა ვერ შევძელი და მანქანიდან რომ გადმომიყვანეს, მეგობრებმა სკამზე დამსვეს და სკამზე დამჯდარი ამიყვანეს სახლში, ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, ნაცემი და ნაწამები. ორი კვირის განმავლობაში, მეუღლე მეხმარებოდა დამჯდარს, აბაზანაში რომ დამებანა“ - განაცხადა გოჩა კაკოიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031