გაიგე განსხვავებული

შაბათი, მაისი 24, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული გოჩა კაკოიშვილი: ნაცემი, რუსთავის საავადმყოფოში გადამიყვანეს, საავადმყოფოს დირექტორმა მთხოვა, აქ ნუ გაჩერდები, შენზე უარეს მდგომარეობაში მე ჩამაგდებენო

5-05-2025

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების, 2003 წლიდან დღემდე, საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულ, „ზილების რევოლუციის“ ერთ-ერთ ფიგურანტ გოჩა კაკოიშვილს უსმენენ, რომელიც მისი უფლებების დარღვევის ფაქტებზე საუბრობს.


კაკოიშვილის განცხადებით, 2009 წელს, რუსთავში სასტიკად ცემის შემდეგ, საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, სამედიცინო დაწესებულების დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ მას სთხოვა, წასულიყო, რადგან თავად ბახტაძეს, უარეს დღეში ჩააგდებდნენ იმის გამო, რომ ოპოზიციონერს გაუწია დახმარება.

„2009 წელს, რუსთავში არის ჟიული შარტავას მოედანი, იქ დამაგდეს, როგორც შემდეგ თვითმხილველებმა მითხრეს, მოსახლეობამ, ვინც ამ ყველაფერს [ ცემას] ესწრებოდა, იმათ სიტყვებს ვიმეორებ, მოკვდა, უკვე, ეს შობელძაღლი და დააგდეთო.


როდესაც სასწრაფო მოვიდა და საავადმყოფოში გადამიყვანეს, საავადმყოფოს დირექტორი გახლდათ პაპუნა ბახტაძე, რომელმაც მთხოვა, გოჩა, საავადმყოფოში ნუ გაჩერდები, შენზე უარეს მდგომარეობაში მე ჩამაგდებენ, ვინაიდან ოპოზიციონერს ვეხმარებიო.


რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოზეა საუბარი, [ბახტაძემ] მითხრა, სახლში გამოგიგზავნი ექთანსაც, წამლებსაც არ მოგაკლებ, ოღონდ აქ ნუ გაჩერდები, მე უარესი დღე მომივაო. რა თქმა უნდა, მე იქიდან წამოვედი, გამიარა ამ უბედურებამ, ტკივილებმა და ისევ, ჩავერთე პარტიულ საქმიანობაში,“ - განაცხადა გოჩა კაკოიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031