გაიგე განსხვავებული

შაბათი, მაისი 24, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბესო დანელია „ნაცმოძრაობის“ რეჟიმზე: რუსთაველი გადაწვეს, დაანგრიეს. ჩვენ, ერთი ფანჯარა არ ჩაგვიტეხავს. ერთ ღამეში 5 კაცი მოგვიკლეს იმის გამო, რომ გავბედეთ და ვთქვით, არ გვინდა ჩვენს ქვეყანაში დიქტატურა

5-05-2025

„ბევრი რამ შეიძლება ითქვას ამათ სისასტიკეზე. იმაზე, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი მობრუნება და სანამ იმის საშიშროება იქნება, რომ ეს სისხლისმსმელი, ადამიანთა მოძულე, ყოველივე ქართულის და ეროვნულის მოძულე რეჟიმი კვლავ დააპირებს ამ ქვეყნის ხელისუფლებაში მობრუნებას, ვთვლი, ყველა ქართველის ვალია, რომ ამას ხელი შევუშალოთ. აქედან გამომდინარე, ვიდგები იქ, სადაც ვდგავარ“ - განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაზარალებულმა ბესო დანელიამ.


„დღეს, ეს უნამუსოები რომ შედარებებს აკეთებენ. დღეს არის თურმე დიქტატურა და დღეს არის თურმე იმაზე საუბარი, რომ „ქართული ოცნება“ ლახავს ადამიანის უფლებებს? 200-მდე პოლიციელს ოპერაცია დასჭირდა და რუსთაველი გადაწვეს, დაანგრიეს. ერთი ფანჯარა არ ჩაგვიტეხავს. 5 კაცი ერთ ღამეში მოკლეს აქციაზე. ერთ ღამეში მოგვიკლეს 5 კაცი უბრალოდ იმის გამო, რომ გავბედეთ და ვთქვით, რომ არ გვინდა ჩვენს ქვეყანაში დიქტატურა. არაფერი დაგვიშავებია, უბრალოდ სხვანაირად ვფიქრობდით. სხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე ვიდექით და არ გვინდოდა სააკაშვილი და მისი სისხლიანი რეჟიმი“, - განაცხადა ბესო დანელიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031